უკრაინის გამარჯვება უპირველეს ყოვლისა გულისხმობს უკრაინის გამარჯვებას. რაც შეეხება საქართველოს, თუ გულისხმობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას საქართველოსი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გულწრფელად და კეთილსინდისიერად გვაქვს გაცხადებული ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პოლიტიკა. ეს არის ჩვენი გულწრფელი პოლიტიკა. არანაირი გეგმა ბ და რაღაც ფარული გეგმები ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს. ოპოზიციაში რომ არიან ძალები, რომ რაღაც ისეთი აზრები უთამაშებთ თავში, დავინახეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც რუსეთში იყო გარკვეული არეულობა და როგორ წავიდა უკვე იმაზე საუბარი, რომ შემთხვევით ხომ არ გაგვეხედა იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც დღესდღეობით ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არაა. საქართველო თავის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს მშვიდობიანად; იმ ხალხთან ერთად, ვინც ცხოვრობს ამ ტერიტორიებზე. ჩვენ გვჭირდება შერიგება და ერთად ყოფნა და არა გამარჯვებები...
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კომენტარის საპასუხოდ. ზელენსკიმ 28 ივნისს თქვა, რომ უკრაინის რუსეთთან გამარჯვებით არაერთი ქვეყანა მოიგებს, მათ შორის საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.