როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, საქართველოში პოლარიზაციის მხრივ ასევე საერთაშორისო აქტორებსაც აქვთ თავისი წვლილი, ამიტომ ყველა აქტორმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა და ნაცვლად იმისა, რომ წაახალისოს რადიკალები საქართველოში, პირიქით, წაახალისოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და უარი უთხრას რადიკალებს. ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა დამატებითი პორცია ენერგიისას აძლევს რადიკალებს. ხელის ჩამორთმევა არის ერთი საკითხი, თუმცა მეორეა დაფინანსებები, რომელიც მიედინება რადიკალურ ჯგუფებში.