იქით მიდის საქმე, რომ გათენდება ხვალიდენლი დღე და მგონი, მერე მადლობაც გექნებათ თქვენ სათქმელი, რომ გაიღვიძებთ საქართველოში, რომელიც მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით, რომელიც ეძებს მეგობრებს და არა მეურვეებს, რომელსაც უნდა, რომ იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს ქართული გავლენა ამ ქვეყანაში.
მგონი, ყველას, საბოლოო ჯამში, რაღაც მომენტში მადლობა გექნებათ გადასახდელი, რომ ეს გადაწყვეტილება დღეს თქვენს ნაცვლადაც, მათ შორის, იღებს საპარლამენტო უმრავლესობა.
ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, პაატა შავგულაძეს პლენარულ სხომაზე, სადაც ოცნება აპირებს, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.