
ეს ღვთიური მანანა არის ეს უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? ეს ის ხომ არ არის რაღაც პერიფერიისთვის ზემოდან ქედმაღლური ყურება, რომ ჩვენზე მოდის რაღაცა, მათი გადმოსახედიდან, გარკვეული მადლი, რომ აი გაძლევთ შესაძლებლობას შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა ქართველი ტურისტის გერმანიაში, საფრანგეთში წასვლას, იქ ფულის დახარჯვასა და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას გულისხმობს.
დღეს რომ ევროკავშირს ეკონომიკური ზრდა არის 1% და საქართველოში არის 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ვფიქრობთ ეკონომიკურად სწორად და სხვებს, რომ ერთპროცენტიანი აქვთ და უნდათ, რომ ზრდა ჰქონდეთ, თუ ვიზები ჩაკეტეს, არავინ არ შეუშვეს ტურისტი და ფული არ ხარჯა იმ ქვეყანაში, ესეც არ ექნებათ.
თქვა პროპაგანდისტული იმედის ეთერში ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.