პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, მათი მიზანია, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა მომდევნო კვირაში დაამტკიცონ. მისი თქმით, მომავალ კვირაში გაიმართება ბიუროს სხდომა, რის შემდეგაც საკითხს კომიტეტებში განიხილავენ, ბოლოს კი პლენარულ სხდომაზე.
"განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ. [...] გეგმაა, რომ მთავრობა მომავალ სასესიო კვირაში დამტკიცდეს", - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.