პაპი ფრანცისკე საავადმყოფოს ხვალ დატოვებს

პაპი ფრანცისკე საავადმყოფოს ხვალ დატოვებს

კათოლიკე ეკლესიის მეთაური, პაპი ფრანცისკე, კვირას დატოვებს ჯემელის კლინიკას, სადაც მან ჯვარედინი პნევმონიის გამო ერთი თვეზე მეტი გაატარა. ამის შესახებ პონტიფიკის მკურნალობის ხელმძღვანელმა, ექიმმა სერჯიო ალფიერიმ, განაცხადა.

მისი თქმით, პაპი კლინიკას სტაბილურ მდგომარეობაში დატოვებს და მკურნალობას ნაწილობრივ სახლში გააგრძელებს. ექიმმა აღნიშნა, რომ ფრანცისკეს გამოჯანმრთელებისა და დასვენების პერიოდი მინიმუმ ორი თვე გაგრძელდება.

"დღეს გვიხარია, რომ შეგვიძლია ვთქვათ – ხვალ ის სახლში იქნება," – აღნიშნა ალფიერიმ პრესკონფერენციაზე.