პაკისტანის მეჩეთში აფეთქება მოხდა, დაიღუპა 34 ადამიანი

პაკისტანის მეჩეთში აფეთქება მოხდა, დაიღუპა 34 ადამიანი

პაკისტანის ქალაქ პეშავარში მეჩეთზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა.

თავდასხმა მეჩეთზე იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოიყოლა.

ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მომხდარზე პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს პასუხისმგებლობა.