
ქართულმა ოცნებამ პარტიის თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი კობახიძე აირჩია. გადაწყვეტილება პარტიის რიგით მე-9 ყრილობაზე მიიღეს.
ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ყრილობაზე "ერთხმად" დაუჭირეს მხარი.
"ქართული ოცნების თავმჯდომარეობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამასთან ერთად, ეს არის, ბუნებრივია, ძალიან დიდი პატივი და ამისათვის, მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის მინდა თითოეულ თქვენგანს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
აქამდე, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი იყო, რომელმაც 25 აპრილს თქვა, რომ პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.