ქართული ოცნება შეკითხვებს ევროსაბჭოში იმ პარტნიორებს უსვამს, ვისაც თავად აქვს კრიტიკული შენიშვნები ხელისუფლებასთან. მმართველი პარტიის თავმჯდომარე სტრასბურგში იმ მომხსენებლებს შეხვდა, რომელთაც კრიტიკული დასკვნა მოამზადეს საქართველოში ვიზიტით ყოფნის შემდეგ. კობახიძე აცხადებს, რომ მომხსენებლებს შეხვედრაზე პირიქით მისცა შენიშვნები დასკვნის გამო.