არ ველოდი და ძალიან გამიკვირდა იმიტომ, რომ არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. დასავლეთი რომ არასწორად იყო ინფორმირებული, ეს მიშა სააკაშვილის ქეისმაც დაადასტურა, ხომ? ხომ ისე მოხდა, რომ სხვა მოლოდინები და შეხედულებები ჰქონდათ და აღმოჩნდა, რომ მიშა სააკაშვილი თურმე არც იწამლება და არც კვდება. ამ მაგალითის მოყვანით იმის თქმა მსურს, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება ჩვენი ქვეყნიდან დასავლეთის მიმართულებით და ხშირად ხდება ხოლმე, რომ შეცდომაში არიან შეყვანილი.
ქართული ოცნების დეპუტატი ბაია კვიციანი სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება.