ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართავს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს. ამის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო ბრიფინგზე გაავრცელეს.
"ოთხივე პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავაგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, სათავეში უდგას ქვეყანას. ასადის კაცთმოძულე რეჟიმი დაემხო.
2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. როდესაც ასადის კაციჭამია რეჟიმი წასულია და ახალი ხელისუფლებაა, საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მიმართოს ახალ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, დუმილის რეჟიმში იმყოფება.
ამიტომ ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია ვახორციელებთ პატრიოტულ ვალს, ჩვენი სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებთ და სირიის ახალ ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით და მოთხოვნით, რომ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება", - თქვა გვარამიამ.