მოსამართლეების შემდეგ, აშშ-მა ყოფილი მთავარი პროკურორი და ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ დაახლოებული პირი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. განცხადება სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ტექსტში მოხსენიებულია, როგორც ქართველ-რუსი ოლიგარქი. დადასტურდა კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან. "რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში" - სწორედ ამ ქვეთავში არის განხილული ოთარ ფარცხალაძის სანქცირება.