ოსტინი: ახლა ნეიტრალურობის, ყალბი შედარებების დრო არაა, ტერორიზმს არასდროს აქვს გამართლება

ახლა ნეიტრალურობის, ყალბი შედარებებისა და გამართლების დრო არ არის. ტერორიზმს არასდროს აქვს გამართლება. ეს ეხება ჰამასის ძალადობასაც. ვისაც სურს გრძელვადიანი მშვიდობა და უსაფრთხოება ამ რეგიონისთვის, უნდა დაგმოს ჰამასი და მისი იზოლირება მოახდინოს.

ჰამასი არ ლაპარაკობს პალესტინელი ხალხისთვის, მათი ღირსების, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობისთვის. ისინი სისხლმოწყურებული ფანატიკოსები არიან. მათ არაფრის შეთავაზება არ შეუძლიათ, გარდა ფანატიზმისა და სიკვდილისა. ნებისმიერი ქვეყანა ან დაჯგუფება, რომელიც ცდილობს, ისარგებლოს ამ სისასტიკით, მხოლოდ ერთს ვეუბნებით - ნუ გააკეთებთ.

განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა. ის ისრაელში დღეს ჩავიდა და ქვეყნის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდა.