ორგანიზებული ტერორი და ოპონენტების დაშინების მცდელობა

ორგანიზებული ტერორი და ოპონენტების დაშინების მცდელობა

ხელისუფლების უმოქმედობა მოძალადეების დასასჯელად. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ტერორის ორგანიზატორებად სწორედ ოლიგარქის გუნდს მიიჩნევენ. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს დიმა ჩიქოვანის, გია ჯაფარიძისა და ლაშა ღვინიანიძის სასტიკი ანგარიშსწორების საქმეზე არავინ დაუკავებია. მეტიც, არც კი გამოუკითხავს დაზარალებულები. ცოტა ხნის წინ ფიზიკურად გიორგი მუმლაძესაც გაუსწორდნენ. ყველა თავდასხმას ერთი ხელწერა აქვს, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მიეჭრნენ ზურგიდან, ჯგუფურად, სახლთან და თან ოცნების პროპაგანდისტული გზავნილებით.