უნგრეთის მმართველმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა რიგგარეშე სხდომას, რომელიც ოპოზიციამ მოიწვია, რათა NATO-ში შვედეთის გაწევრიანების წინადადების დამტკიცება დააჩქარონ.
ეს ნაბიჯი გადადგმული იქნა მიუხედავად იმისა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნის ელჩები პარლამენტში იმყოფებოდნენ იმ იმედით, რომ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესს" მისი დაპირების შესრულებაში დაარწმუნებდნენ, რომ შვედეთის განაცხადა "პირველივე შესაძლებლობაზე" დამტკიცდებოდა.
უნგრეთი NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანაა, რომელმაც შვედეთის გაწევრიანებას მხარი უნდა დაუჭიროს. მმართველი პარტიის წევრებმა მოითხოვეს, რომ შვედეთის პრემიერმინისტრი ჯერ ბუდაპეშტს უნდა ჩავიდეს.
გასულ კვირას ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ მისთვის "ბუნებრივი" იქნებოდა ბუდაპეშტის მონახულება უნგრეთის საპარლამენტო დადასტურების შემდეგ, რადგან ორმხრივი მოლაპარაკებების საჭიროება არ იყო.
პარლამენტში "ფიდესის" ჯგუფის ლიდერის, მატე კოშიჩის თქმით, NATO-ში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება შეიძლება რეგულარულ საპარლამენტო სხდომის დასაწყისში მოხდეს, რომელიც თებერვლის ბოლოს არის ჩანიშნული, "ბუდაპეშტში უნგრეთისა და შვედეთის პრემიერმინისტრების შეხვედრის პირობით".
იგივე გზავნილი გაიმეორა ზოლტან კოვაჩმა, ორბანის საერთაშორისო პრესსპიკერმა.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯი 2022 წლის მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადადგეს.
ალიანსში ახალი ქვეყნების მისაღებად ბლოკის ყველა წევრის თანხმოაა საჭირო. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი და უნგრეთი აფერხებდნენ.
ერდოღანმა მაშინ განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი "ტერორისტულ ჯგუფებს მფარველობდნენ". ის ასევე ქურთული ჯგუფების მიმართ იარაღის ექსპორტის კუთხით ფინეთის მხარდაჭერისადმი შეშფოთებას გამოთქვამდა.
რამდენიმე თვის შემდეგ ერდოღანმა თქვამ, რომ ფინეთმა დააკმაყოფილა თურქეთის მოთხოვნა და გასულ წელს 2 ქვეყანას შორის თურქეთის უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით მუშაობის შესახებ მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა. რის შემდეგაც თურქეთის პარლამენტმა ფინეთის გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. მანამდე, იგივე გააკეთა უნგრეთის პარლამენტმაც, რომელიც ანკარის გადაწყვეტილებას ელოდებოდა.
გასული წლის აპრილში ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად გახდა.
რაც შეეხება შვედეთს, თურქეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს მხარი 2024 წლის იანვრის ბოლოს დაუჭირა და პრეზიდენტმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.