ორბანი: ვულოცავ მთავრობას, რომ პრო-ევროპულობა შეინარჩუნა, არ გადაიქცა მეორე უკრაინად

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ პრო-ევროპულობა შეინარჩუნა, არ გადაიქცა მეორე უკრაინად. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ იდეისადმი პრემიერმინისტრის ერთგულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. [..]

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა "ევროპული არჩევანი გააკეთა". ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ, გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო, რომელმაც არჩევანი მშვიდობის მიმართულებით გააკეთა. უნგრეთშიც ასეა. [მთავრობის სინქრონული თარგამანი].

თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.