ორბანი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს - არა, არა და არა

ორბანი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს - არა, არა და არა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას „დღევანდელი დღის უდიდესი საფრთხე“ უწოდა და განაცხადა, რომ კიევს მხოლოდ ფინანსური მიზნები ამოძრავებს.

„უკრაინა უკვე ომამდეც ნანგრევებად იყო ქცეული — მთელი ქვეყანა ქაოსში იმყოფებოდა,“ — განაცხადა ორბანმა. მისი თქმით, უკრაინა დამოუკიდებლად ვერ იარსებებს და „სხვის ფულზეა დამოკიდებული“.

„მათ სურთ ევროკავშირში ნებისმიერ ფასად და დაუყოვნებლივ შესვლა, რადგან ფული სჭირდებათ,“ — აღნიშნა უნგრეთის ლიდერმა. მისი განცხადებით, კიევს არ ადარდებს ომის გაგრძელება, ევროპელი ფერმერების გაკოტრება და არც ის, რომ „უკრაინული მაფიის მსხვერპლნი გავხდებით“.

„მაგრამ ჩვენ, უნგრელებს, ეს ყველაფერი ძალიან გვადარდებს,“ — დასძინა ორბანმა.