ორბანი: შამპანურის რამდენიმე ბოთლს გავხსნით, თუ ტრამპი გაიმარჯვებს

ორბანი: შამპანურის რამდენიმე ბოთლს გავხსნით, თუ ტრამპი გაიმარჯვებს

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში "შამპანურის რამდენიმე ბოთლს გახსნის".

ორბანის თქმით, თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ის არ დაელოდება ინაუგურაციას და "დაუყოვნებლივ იმოქმედებს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობისთვის".

ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს, რომ "დასაკარგი დრო არ არის".

"ჩვენ ჯერ უნდა ვიმოქმედოთ ინტელექტუალურად, ფილოსოფიურად, შემდეგ სტრატეგიულად", - ამბობს ორბანი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.