3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანება ხვალ, 9 ნოემბერს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებს.
მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო მსვლელობა ორი ლოკაციიდან - მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეტროსადგურ მარჯანიშვილიდან დაიწყება.
"საერთო სახალხო საპროტესტო მსვლელობა! 9 ნოემბერს, 15:00-ზე ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე, საიდანაც დაიწყება მასობრივი მსვლელობა თბილისის ქუჩებში. მეტროსადგური მარჯანიშვილი! მეტროსადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი! შემოგვიერთდით!", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.