ოპოზიციის რა ტიპის კონფიგურაციის ეშინია ყველაზე მეტად ივანიშვილის პარტიას და რა არის გამარჯვების ფორმულა - არგუმენტები ამჯერად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პანელზე ისმოდა. ერთი ვერსიით, გამარჯვებას ერთიანი ფრონტი და ერთიანი სია მოიტანს, მეორე ვარიანტი კი რამდენიმე ცენტრია. ოპოზიციის მიზანია, არ დაიკარგოს ქართული ოცნების მოწინააღმდეგე ამომრჩევლის ხმები.