მარტის აქციების შემდეგ გაძლიერებული შურისძიება, როგორც მოსალოდნელი იყო, ლაზარე გრიგორიადისით არ შემოიფარგლა. სახელისუფლებო პროპაგანდა ნიადაგს ამზადებს სხვების დასაკავებლადაც. გარდა ამისა, სამიზნე მხოლოდ სტუდენტები არ არიან. დაწყებულია შეტევა ლექტორებზეც. პროფესორ-მასწავლებლების გაშავებასტროლებისა და ბოტების საშუალებით ცდილობენ. გამოცდილება აჩვენებს, რომ სწორედ ასე იწყება ქართული ოცნების შეტევა არასასურველ პირებზე. ახლა მმართველი პარტია სწორედ ასეთი ტაქტიკით მოქმედებს - აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება და შემდგომ მასზე ბინძური კამპანიის აგორება.