ონში ავარიას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ონში ავარიას 11 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ონში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბავშვის, თედო (ნიკოლოზ) მეტრეველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

"ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და გამძლეობას ვუსურვებ მათ", - ნათქვამია მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეოს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.