
უკრაინა აცხადებს, რომ 3-წლიანი ომის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე გასულ ღამეს ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
უკრაინის საჰერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ჯამში 537 საჰაერო იარაღი გაისროლა, მათ შორის 477 დრონი და 60 რაკეტა - აქედან, უკრაინამ 249 ჩამოაგდო, ხოლო, 266 დაიკარგა, სავარაუდოდ, ელექტრონულად გაჭედევის გამო.
უკრაინის საჰერო ძალების კომუნიკაციების ხელმძღვანელმა იური იჰანტმა Associated Press-ს განუცხადა, რომ ღამის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმა ქვეყანაში "ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა" იყო, როგორც დრონების, ასევე სხვადასხვა ტიპის რაკეტების გათვალისწინებით.
მისი თქმით, თავდასხმა მიმართული იყო უკრაინის მასშტაბით რეგიონების, მათ შორის დასავლეთ უკრაინის, ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარე ტერიტორიების მიმართ.
პოლონეთის საჰაერო ძალებმა კვირას განაცხადეს, რომ პოლონეთმა და მოკავშირე ქვეყნებმა აამოქმედეს ავიაცია პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ხერსონის რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ დრონების თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ჩერკასში კი რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვი.