ომის დაწყების შემდეგ პირველად აშშ-მა რუს ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა

ომის დაწყების შემდეგ პირველად აშშ-მა რუს ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა სანქციები მოუხსნა IBS-ის ჯგუფის თანადამფუძნებელს ანატოლი კარაჩინსკის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქცირებულთა სიიდან მსხვილი რუსი ბიზნესმენი ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზები მითითებული არაა.

კარაჩინსკი სანქციების სიაში გასულ წელს მოხვდა, როგორც ბანკ Otkritie-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა პოსტი დატოვა. გარდა ამისა, მან IBS-ს დირექტორთან საბჭო დატოვა, აქციები კი მენეჯმენტს მიჰყიდა.

2021 წელს კარაჩინსკიმ Forbes-ის მიხედვით რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენების სიაში 149-ე ადგილი დაიკავა. მისი ქონება 800 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.