ომის 562-ე დღე უკრაინაში

ომის 562-ე დღე უკრაინაში

რუსული საოკუპაციო ძალა უკრაინული ქალაქების დაბომბვას აგრძელებს. ჭურვები დღეს სუმსა და კრივი რიგში ჩამოვარდა. არის მსხვერპლი. აფეთქებების ხმა დილიდან ისმის რუსეთის ტერიტორიაზეც. ბრიანსკში დრონების იერიშს ხანძარი მოყვა. ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა უკრაინამ მიიტანა. პარალელურად უკრაინის არმია წვრთნებს გადის.