ომის 527-ე

ომის 527-ე

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცოპერაცია ოკუპანტების პორტში. აფეთქებების ხმა ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზასთან ღამით ისმოდა. შავი ზღვის პორტზე, რომელიც რუსეთისთვის ექსპორტის მთავარი ცენტრია, შეტევა ორი საზღვაო დრონით განხორციელდა. დაზიანებული სადესანტო ხომალდი საბრძოლო დავალებებს ვეღარ შეასრულებს. აფეთქებების ხმა ღამით ანექსირებული ყირიმის თავზეც ისმოდა.