
ორი პრეზიდენტი ერთი ქვეყნის ფრონტის ხაზზე. კრემლი ირწმუნება, რომ ხერსონსა და ლუგანსკში, იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც თავად აკონტროლებენ ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა. გაავრცელეს ვიდეო-მასალაც, მაგრამ მის ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვები პრესაში მალევე გაჩნდა. დღესვე უკრაინის არმიის მოწინავე პოზიციებზე ვოლოდიმირზელენსკი იმყოფებოდა. უკრაინის ლიდერი ბახმუტიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე ქალაქში, ავდიივკაში ჩავიდა.