რუსეთითა და ომით დაშინება - ქართული ოცნების ერთადერთი წინასაარჩევნო პროპაგანდა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს ხდება მაშინ, როცა ომი თავად რუსეთის ტერიტორიაზე მივიდა. მეორე დღეა, ბრძოლებია კურსკის ოლქში. რუსეთის ფედერაციის რეგიონის იმ რაიონებში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. ხალხი მასობრივად გარბის. ქალაქი სუჯა დაცარიელდა. რუსეთმა გაზგამანაწილებელ სადგურზეც დაკარგა კონტროლი.