ჰამასის თავდასხმის შედეგად მსხვერპლი იზრდება. ტერორისტების შეტევას ისრაელში 1300 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო, რომლებიც ჰამასის მებრძოლებმა სახლებში და მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს. ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო იერიში გრძელდება.