ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებაზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა

ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმებაზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 22 აპრილს ომბუდსმენმა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა.

"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე და უზრუნველყოს თითოეული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობა", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ დასკვნას დასკვნას ამზადებს ვენეციის კომისიაც.

პარლამენტმა გენდერული კვოტები 4 აპრილს გააუქმა, 18 აპრილს კი პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო.