ნელი დინამიკა გაუარესებისკენ - ესაა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. სპეციალისტთა ჯგუფმა შეფასება იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მოამზადა, რომელიც ვივამედმა მიაწოდა. გაუარესების დინამიკას კონსილიუმი ლოგიკურს უწოდებს თავისი წინა დასკვნების კონტექსტის გათვალისწინებით.