საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპული ბავშვების ოჯახსა და მათ ახლობლებს თანაუგრძნობს.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს.
"სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას საქართველოს არაერთი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთარსებული მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით"- აცხადებს ომბუდსმენი.
დღეს, 5 იანვარს ოკუპირებული გალის სოფელ საბერიოში ერთ-ერთ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.