ოლიმპიელი მარათონელი უგანდიდან ყოფილი პარტნიორის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

ოლიმპიელი მარათონელი უგანდიდან ყოფილი პარტნიორის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

უგანდელი მორბენალი რებეკა ჩეპტეიგი დაიღუპა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა შეყვარებულმა მას ბენზინი გადაასხა და დაწვა.

33 წლის მარათონელმა წელს პარიზის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა და 44-ე ადგილი დაიკავა.

ყოფილი შეყვარებული მას კვირას დაესხა თავს, რის შედეგადაც ფართო დამწვრობა მიიღო. ჩრდილოეთ-დასავლეთ კენიის ხელისუფლების განცხადებით, სადაც ჩეპტეიგი ცხოვრობდა და ვარჯიშობდა, მას თავს ეკლესიიდან სახლში დაბრუნების დროს დაესხნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ჩეპტეიგმა და მისმა ყოფილმა პარტნიორმა მიწის ნაკვეთის გამო იჩხუბეს. პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება. როგორც თვითმხილველი ყვება, თავდასხმამდე ისმოდა კამათი.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ჩეპტეიგმა, უგანდის საზღვრის გადაღმა რეგიონის მკვიდრმა, იყიდა მიწის ნაკვეთი ტრანს-ნზოიას ოლქში და სახლი ააშენა, რათა კენიის სპორტულ კომპლექსზე წვდომა ჰქონოდა.

"ღრმად ვწუხვართ, რომ დღეს დილით დაიღუპა ჩვენი სპორტსმენი რებეკა ჩეპტეიგი, რომელიც ოჯახში ძალადობის ტრაგიკული მსხვერპლი გახდა. როგორც ფედერაცია, ვგმობთ მსგავს ქმედებებს და სამართლიანობისკენ მოვუწოდებთ", - აღნიშნულია უგანდის მძლეოსნობის ფედერაციის განცხადებაში.

ჩეპტეიგის ყოფილი პარტნიორი ასევე კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა ნაკლებად სერიოზული დამწვრობით.