ოლიგარქის ემისრის შეუსრულებელი მისია

ოლიგარქის ემისრის შეუსრულებელი მისია

სრული დიპლომატიური და პოლიტიკური კრახის შემდეგ ოლიგარქის პრემიერმა არასერიოზული უწოდა მისთვის ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებას. საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და აშშ-ისა და დასავლეთის მიმართ უარყოფითი რიტორიკის გამო - ესაა მთავარი სტრატეგიული პარტნიორის განმარტება. ირაკლი კობახიძეს ამერიკის შეერთებულ შტატებში არავინ შეხვდა. თავად გაეროში სიტყვით გამოსვლა კი ისე დაასრულა, რუსეთზე არაფერი უთქვამს. ივანიშვილმა, რომელიც რუსეთის დაზვერვის მითითებით მოქმედებაშია დადანაშაულებული და მისთვის სანქციების პაკეტიც გამზადებულია, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა უკიდურესად გააუარესა.