ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
როგორც ცესკოში ამბობენ, საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა.
- საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:
- №1 – „კი ევროპას-სტრატეგია აღმაშენებელი”;
- №2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”;
- №3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;
- №4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”;
- №5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
- №6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;
- №7 – „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები”;
- №8– „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
- №9 – „ლელო საქართველოსთვის”;
- №10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;
- №11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;
- №12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;
- №13 – „საქართველოს სოციალ - დემოკრატიული პარტია”;
- №14 – „მესამე გზა”;
- №15 – „სამართლიანობისთვის”;
- №16 – „შეცვალე საქართველო”;
- №17 – „საქართველო”;
- №18 – „პროგრესი და თავისუფლება”;
- №19 – „დემოკრატთა ალიანსი”;
- №20 – „თავისუფალი საქართველო”;
- №21 – „ტრიბუნა”;
- №22 – „კანონი და სამართალი”;
- №23 – „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა”;
- №24 – „მწვანეთა პარტია”;
- №25– „გახარია საქართველოსთვის”;
- №26 – „მემარცხენე ალიანსი”;
- №27 – „ქართველ ერთობა”;
- №36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”;
- №41 – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”;
- №48 – „ანა დოლიძე-ხალხისთვის”.