ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში ე.წ. საზღვრის "დამრღვევი" 448 ადამიანი დააკავეს.
მათივე ცნობით, უკანონოდ დაკავებულთა შორის 196-მა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ხოლო 251 "სასაზღვრო ზონის რეჟიმი".
"262 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 6 პირი დააჯარიმეს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გააძევეს, 19 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს, 138 გააფრთხილეს, 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 4 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა", - ამბობენ დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტში.