ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ე.წ მინისტრის ინალ არძინბას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას".
"გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ, რეალობას არ შეესაბამება"- ამბობენ ე.წ სამინისტროში.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბასა და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ჯანსუხ ნანბას გადადგომის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა D News და სხვა ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.