ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მოსკოვში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ინფორმაციას ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ე.წ პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბჟანიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოსთან.

შეხვედრების შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტით თებერვალშიც იმყოფებოდა. ამასთან, ის ჩასული იყო ბელარუსშიც. მინსკში ის ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.