რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და დაკავების შესახებ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.