ოკუპანტებმა კიევის რეგიონზე იერიში მიიტანეს

ოკუპანტებმა კიევის რეგიონზე იერიში მიიტანეს
რუსმა ოკუპანტებმა კიევის რეგიონზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს.
სულ 3 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ორი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერია.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათი ჰოსპიტალიზაცია არ გახდა საჭირო.
თავდასხმის დროს დაზიანდა 6 საცხოვრებელი კორპუსი და 20-ზე მეტი კერძო სახლი. ასევე დაზიანდა აფთიაქიც.