კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ოკუპანტების უკვე მესამე ღამეა კიევის რეგიონზე თავდასხმას ახორციელებენ.
მერის თქმით, დღეს ღამით მომხდარ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. მერის ინფორმაციით, კაცის ცხედარი იმ დროს იპოვეს, როდესაც თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ.
კიევის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, საჰაერო თავდასხმის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩნენ.
"საჰაერო თავდაცვა მოქმედებს რეგიონში, კიევის გარეუბანში. დარჩით თავშესაფრებში, სანამ საჰაერო თავდასხმა არ დასრულდება", - აცხადებს ვიტალი კლიჩკო.
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დედაქალაქის რამდენიმე რაიონი დაზიანდა.