პროტესტი ყვარლის ტბის სასტუმროსთან, მას შედეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისში ხელმოწერის შემდეგ, სერგეი ლავროვის შვილის ოჯახის წევრები, ქორწილისთვის სწორედ ყვარელში ემზადებოდნენ. აქციის მონაწილეებს სპეცრაზმები დაუპირისპირდნენ, წაართვეს ტელეფონები, დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ფორმულას ჟურნალისტი, დავით ჭაბაშვილი. როგორ მოახერხა საქართველოში შემოსვლა, სანქცირებული სერგეი ლავროვის სანქცირებულმა შვილმა? ოფიციალურ უწყებებს ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ.