ოდესაზე, მიკოლაევსა და ხარკივზე ოკუპანტების თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 27 დაშავდა

ოდესაზე, მიკოლაევსა და ხარკივზე ოკუპანტების თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 27 დაშავდა

რუსეთის მიერ ოდესაზე, მიკოლაევსა და ხარკივზე ღამით განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა და სულ მცირე 27 დაშავდა, ადასტურებენ უკრაინული წყაროები.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 19 ადამიანი დაიჭრა ქ. მიკოლაევში, მათ შორის ერთი დაცვის თანამშრომელი დაიღუპა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა რუსული დაბომბვის დროს ხარკივის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონშიც.

სულ მცირე 8 ადამიანი დაშავდა ქ. ოდესაში, ერთ-ერთი მათგანი მცირეწლოვანი ბავშვია.