
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას ეხმაურება.
უწყება ივანიშვილის მთავრობას მოუწოდებს, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ადამიანები და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ზეწოლა.
"ბოლო პერიოდში საქართველოში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრება, საქართველოს დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმას წარმოადგენს.
ნორვეგია მოუწოდებს [საქართველოს ხელისუფლებას] უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლებისკენ და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებების დასრულებისკენ", - წერია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.