ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა

ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა

ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დააწესა. შესაბამისი შეზღუდვები ევროკავშირმა მეათე პაკეტში მიიღო, რომელიც 25 თებერვალს გამოცხადდა.

სანქციების სიაში რუსეთის ფედერაციის 87 ფიზიკური და 34 იურიდიული პირი მოხვდა. ჯამში, ნორვეგიამ სანქციები რუსეთის 1678 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე დააწესა. გარდა ამისა, ნორვეგიის ხელისუფლებამ გაახანგრძლივა რუსების აქტივების გაყინვის ვალდებულება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა.

უკრაინული მედიის თქმით, დასავლეთის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული იყო მისი სამხედრო პოტენციალის შესუსტებაზე. ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა დაკარგა ურთულესი და მაღალტექნოლოგიური ტიპის იარაღის დანაკარგის აღდგენის შესაძლებლობა.

25 თებერვალს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მიიღო, რომელიც დამატებით 120 ადამიანის და კომპანიის სანქცირებას, სავაჭრო და ფინანსურ სანქციებს და ექსპორტზე შეზღუდვებს მოიცავს.