მინსკის სასამართლომ ბელარუს უფლებადამცველს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ ალეს ბელიაცკის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბელიაცკისთან ერთად გაასამართლეს მისი კოლეგები უფლებადამცველი ორგანიზაციიდან "ვესნა". ვალენტინ სტეფანოვიჩს მიუსაჯეს 10 წელი, ვლადიმირ ლაბკოვიჩს - 7 წელი, დმიტრი სოლოვიოვს კი დაუსწრებლად 8 წელი მიუსაჯეს.
უფლებადამცველებს 2020 წელს ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაფინანსებასა და ფულადი სახსრების კონტრაბანდაში სდებენ ბრალს. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხაფებენ, რომ დევნას პოლიტიკური სარჩული აქვს.
ბელიაცკი ნობელის პრემიის ლაურეატი გასულ წელს გახდა, როდესაც უკვე დაპატიმრებული იყო. მასთან ერთად ლაურეატები გახდნენ მასთან ერთად ლაურეატი გახდა უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი და რუსეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული ორგანიზაცია „მემორიალი“. ბელიაცკის ნაცვლად ჯილდო მისმა ცოლმა ნატალია პინჩუკმა აიღო.