ნობელი გადაეცა მოძრაობას, რომელიც იაპონიაში ბირთვულ აფეთქებას გადარჩენილებმა დააარსეს

ნობელი გადაეცა მოძრაობას, რომელიც იაპონიაში ბირთვულ აფეთქებას გადარჩენილებმა დააარსეს

2024 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია იაპონურ მოძრაობა Nihon Hidankyo-ს გადაეცა, რომელიც ბირთვულ განიარაღებაზე მრავალი წელია მუშაობს.

ნობელის კომიტეტის წარმომადგენელმა ლაურეატის გამოცხადების დროს თქვა, რომ Nihon Hidankyo დაუღალავად გამოდის ბირთვული არსენალის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ქვეყნები ბირთვულ შესაძლებლობებს ზრდიან და იარაღს აუმჯობესებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია Nihon Hidankyo 1956 წელს დაარსდა იაპონელების მიერ, რომლებიც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომურ დაბომბვას გადაურჩნენ. მათ სხვანაირად "ჰიბაკუშა" უწოდებენ.

ჰიბაკუშა, რომლებიც ორი ატომური ბომბის აფეთქების მომსწრენი გახდნენ, საკუთარი ცხოვრება ბირთვულ განიარაღებას მიუძღვნეს. ისინი რეალურ ამბებზე დაყრდნობით უზიარებდნენ მსოფლიოს ინფორმაციას და აჩვენებდნენ, რომ ბირთვული იარაღი აღარასდროს აღარ უნდა იქნას გამოყენებული.

"ჰიბაკუშა გვეხმარება აღვწეროთ აღუწერელი, წარმოვიდგინოთ წარმოუდგენელი და როგორმე გავიგოთ ატომური იარაღით გამოწვეული ტკივილი და ტანჯვა", - აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.

მოძრაობის თავმჯდომარემ ტოსიუკი მიმაკიმ გაკვირვება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა ორგანიზაციამ ნობელის პრემია მიიღო.

"არასდროს მიოცნებია, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო", - თქვა მან ემოციური გამოსვლის დროს.

1901 წლის შემდეგ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 104-ჯერ გაიცა. წელს ნორმირებული იყო 268 კანდიდატი. დღეისათვის ნობელის პრემია მოიცავს ოქროს მედალს, დიპლომსა და თანხას მილიონი დოლარის ოდენობით.