ნიუ-იორკში, იმ შენობასთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი იმართებოდა, კაცმა თავი დაიწვა.
36 წლის კაცი საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, რამდენიმე საათში კი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცნობა.
ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას პოლიციის 3 ოფიცერი დაშავდა.
ინციდენტამდე კაცი ბუკლეტებს ავრცელებდა, სადაც დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის „ფარულ გარიგებაზე“ იყო საუბარი.