
აქტივისტსა და მასწავლებელს, ნინო დათაშვილს ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფორმულასთან მისი ადვოკატი, თამარ გაბოიძე ადასტურებს.
მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა ედება, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.
დათაშვილს თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ნინო დათაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, დღეს დააკავეს.