ნიდერლანდებში, ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ნიდერლანდებში, ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

ნიდერლანდებში, ქალაქ ედეში, ღამის კლუბში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეიარაღებულ პირს რამდენიმე ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამასთან, გერმანული მედია წერს, რომ ღამის კლუბთან ახლოს მდებარე 150 სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.